ჰოუმერი – ახალი ცხოვრების გასაღები
Homer დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ნერგავს სიახლეებს ინდუსტრიაში და ქმნის ფუნქციურად, გეგმარებითა და ხარისხით ყველაზე გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს კონკრეტულ უბანში.
მიზნად დავისახეთ, ახალი სიტყვა ვთქვათ დეველოპერულ ინდუსტრიაში და ადამიანების ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ. გამორჩეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად ვსწავლობთ მომხმარებლების საჭიროებებს, თითოეული უბნის გამოწვევებს და ვცდილობთ სივრცის გონივრულად ათვისებას.
თანამედროვე სამყაროში ადამიანის ცხოვრების რიტმი და მოთხოვნები სწრაფად იცვლება. შესაბამისად, შაბლონური და ძველი სტანდარტებით შექმნილი საცხოვრებელი გარემო ვერ შექმნის უკეთესი ცხოვრების ალტერნატივას. სწორედ ამიტომ, არსებული მოცემულობის გადააზრება, თანამედროვე არქიტექტურული, საინჟინრო თუ ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლა და მათი ადგილობრივ რეალობაზე მორგება ჩვენი საქმიანობის ბუნებრივი ნაწილია.
Homer-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან თუ სხვა დეველოპერთან, სახლის შეძენამდე ადამიანები შეცდომაში არ შეიყვანოს ემოციურმა დაპირებებმა. იცოდნენ, რას უნდა დააკვირდნენ სახლის შერჩევისას და რა კითხვები დასვან პროცესში. სწორედ ამიტომ, აუდიტორიას ვუზიარებთ გამოცდილებას მშენებლობის თანამედროვე სტანდარტისა და დეველოპერის პასუხისმგებლობის შესახებ. ბედნიერებას და ოჯახურ სიმყუდროვეს მაცხოვრებლები თავად ქმნიან, დეველოპერი კი მათთვის ხარისხიან და საიმედო გარემოს უზრუნველყოფს.
სახლის შეძენა ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს: ახალ ეტაპს, ახალ შესაძლებლობებს, ცვლილებებს დამოუკიდებლად თუ ოჯახთან ერთად. ხშირად, ახალი ცხოვრება კარის ერთი გაღებით იწყება, ამისთის კი გასაღებია საჭირო.
Homer მაცხოვრებლებს აძლევს ინსტრუმენტს, ახალი ცხოვრების გასაღებს, რაც გააზრებული საცხოვრებელი გარემოს სიმბოლოა. სიმბოლოა სახლის, სადაც მათ აღარ უწევთ უხარისხო მშენებლობით გამოწვეულ საყოფაცხოვრებო სტრესთან გამკლავება. გასაღების გადაცემის შემდეგ, ერთი კარის გაღებისთანავე, მობინადრეები იღებენ ცხოვრების ახლებურ გამოცდილებას - მშვიდ, ჰარმონიულ და კომფორტულ გარემოში.
არ არსებობს სამყაროში სახლზე უკეთესი ადგილი. უბანში კი, Homer-ზე უკეთესი გარემო საცხოვრებლად.