ჩვენ შესახებ

ჰოუმერი – ახალი ცხოვრების გასაღები
 

Homer დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ნერგავს სიახლეებს ინდუსტრიაში და ქმნის ფუნქციურად, გეგმარებითა და ხარისხით ყველაზე გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს კონკრეტულ უბანში.
 

მიზნად დავისახეთ, ახალი სიტყვა ვთქვათ დეველოპერულ ინდუსტრიაში და ადამიანების ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ. გამორჩეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად ვსწავლობთ მომხმარებლების საჭიროებებს, თითოეული უბნის გამოწვევებს და ვცდილობთ სივრცის გონივრულად ათვისებას.

 თანამედროვე სამყაროში ადამიანის ცხოვრების რიტმი და მოთხოვნები სწრაფად იცვლება. შესაბამისად, შაბლონური და ძველი სტანდარტებით შექმნილი საცხოვრებელი გარემო ვერ შექმნის უკეთესი ცხოვრების ალტერნატივას. სწორედ ამიტომ, არსებული მოცემულობის გადააზრება, თანამედროვე არქიტექტურული, საინჟინრო თუ ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლა და მათი ადგილობრივ რეალობაზე მორგება ჩვენი საქმიანობის ბუნებრივი ნაწილია.

 Homer-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან თუ სხვა დეველოპერთან, სახლის შეძენამდე ადამიანები შეცდომაში არ შეიყვანოს ემოციურმა დაპირებებმა. იცოდნენ, რას უნდა დააკვირდნენ სახლის შერჩევისას და რა კითხვები დასვან პროცესში. სწორედ ამიტომ, აუდიტორიას ვუზიარებთ გამოცდილებას მშენებლობის თანამედროვე სტანდარტისა და დეველოპერის პასუხისმგებლობის შესახებ. ბედნიერებას და ოჯახურ სიმყუდროვეს მაცხოვრებლები თავად ქმნიან, დეველოპერი კი მათთვის ხარისხიან და საიმედო გარემოს უზრუნველყოფს. 

 სახლის შეძენა ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს: ახალ ეტაპს, ახალ შესაძლებლობებს, ცვლილებებს დამოუკიდებლად თუ ოჯახთან ერთად. ხშირად, ახალი ცხოვრება კარის ერთი გაღებით იწყება, ამისთის კი გასაღებია საჭირო. 

 Homer მაცხოვრებლებს აძლევს ინსტრუმენტს, ახალი ცხოვრების გასაღებს, რაც გააზრებული საცხოვრებელი გარემოს სიმბოლოა. სიმბოლოა სახლის, სადაც მათ აღარ უწევთ უხარისხო მშენებლობით გამოწვეულ საყოფაცხოვრებო სტრესთან გამკლავება. გასაღების გადაცემის შემდეგ, ერთი კარის გაღებისთანავე, მობინადრეები იღებენ ცხოვრების ახლებურ გამოცდილებას - მშვიდ, ჰარმონიულ და კომფორტულ გარემოში.
 

არ არსებობს სამყაროში სახლზე უკეთესი ადგილი. უბანში კი, Homer-ზე უკეთესი გარემო საცხოვრებლად.

ჩვენ შესახებ

მისია

Homer-ის მისიაა ახალი სიტყვა თქვას დეველოპერულ ინდუსტრიაში და ადამიანების ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს. ამ მიზნის მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ძლიერი, გამოცდილი, მუდმივად განვითარებადი გუნდით, დაპირებების შესრულებით და კეთილსინდისიერი მიდგომებით. 

ხედვა

Homer-ის ხედვით, ახალი სახლი ახალი ცხოვრების საფუძველია. დეველოპერული კომპანიას შეუძლია დაგეგმოს უსაფრთხო, ხარისხიანი და კომფორტული გარემო ადამიანებისთვის, სადაც ისინი თავად დაიწყებენ სასურველ ცხოვრებას. 

ჩვენი ღირებულებები

გამოწვევა
01

გამოწვევა

სირთულეები თუ სიახლეები არ გვაშინებს - პირიქით, გვაქვს გამბედაობა, არსებული მოცემულობის გადააზრებით, გამოწვევების მიღებით ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ დვეელოპერულ ინდუსტრიაში. ჩვენთვის გამოწვევა არა დაბრკოლება, არამედ შემოქმედებითი და სტრატეგიული პროცესია.

კომპეტენცია
02

კომპეტენცია

გვჯერა, რომ გამოწვევების საპასუხოდ მხოლოდ გამბედაობა საკმარისი არ არის. ძლიერი საფუძველია საჭირო: ცოდნა, გამოცდილება, ხედვა და მუდმივი განვითარება. შესაბამისად, გუნდი, რომელსაც დეველოპერულ სფეროში 15+ წლიანი გამოცილება აქვს, Homer-ის საფუძველია. 

კეთილდღეობა
03

კეთილდღეობა

დეველოპმენტი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცის აშენება არაა. ის ადამიანის ყოველდღიურობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობას ემსახურება. წინასწარ ვზრუნავთ, თუ როგორ ნაწილდება სივრცე, რამდენად ფუნქციურია პროექტი და პასუხობს თუ არა მაცხოვრებლების საჭიროებებს. 

კეთილსინდისიერება
04

კეთილსინდისიერება

ჩვენთვის კეთილსინდისიერება ნიშნავს ერთ მარტივ პრინციპს - ვიყოთ სამართლიანი ურთიერთობის ყველა ეტაპზე.  გვჯერა, რომ ნდობა იქმნება არა სიტყვებით, არამედ, შესრულებული დაპირებებით. ჩვენ  ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რასაც ვამბობთ: ვადებზე, ხარისხსა და სტანდარტზე.

ჩვენი პროექტები

Homer Alpha არის პირველი პროექტი საქართველოში, რომელსაც ხელით მოხატული ფასადი აქვს. ესაა სახლი მათთვის, ვისთვისაც კომფორტი, ინოვაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.
  1. სახლების რაოდენობა 572
  2. სარეკრეაციო ზონა 7,354 კვ.მ
  3. კომერციული ფართები 48
  4. ავტოსადგომი 268
Homer Alpha

გაიცანით

ჩვენი გუნდი

ნიკოლოზ მეძმარიაშვილი
2019 -2024 წლებში უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს ფორმირებაში.  TBC ბანკში კორპორატიული საბანკო საქმიანობის გამოცდილებითა და ავსტრიაში საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიებში მუშაობით, აქვს 15+ წლიანი გამოცდილება ფინანსებისა და საერთაშორისო ბიზნესის კუთხით. იგი ფლობს Webster University-ს MBA ხარისხს.

ნიკოლოზ მეძმარიაშვილი

გენერალური დირექტორი

სალომე ლაზიშვილი
კომერციული მართვის 12+ წლიანი გამოცდილებით, წარმატებით ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების გაყიდვების, მარკეტინგისა და ბიზნეს-პროექტების განვითარებას დეველოპერულ სექტორში. მუშაობის განმავლობაში ეკავა გაყიდვების ხელმძღვანელისა და კომერციული დირექტორის პოზიციები წამყვან ქართულ დეველოპერულ კომპანიებში. მოიცავს სიღრმისეულ გამოცდილებას კომერციული სტრატეგიის ფორმირებასა და განხორციელებაში — მათ შორის: მიზნების განსაზღვრაში, გაყიდვების არხების ოპტიმიზაციაში, ფასწარმოქმნის მოდელების შექმნაში და ბაზრის ანალიზში. აქვს გუნდის მართვის მრავალწლიანი პრაქტიკა და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი როგორც B2C, ისე B2B სეგმენტში. ასევე აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ განათლებაში — ატარებს ტრენინგებს გაყიდვების ტექნიკებში, მოლაპარაკებების მართვასა და ბიზნეს კომუნიკაციებში.

სალომე ლაზიშვილი

კომერციული დირექტორი

შოთა შანავა
2024 წლამდე საქმიანობდა სამშენებლო - დეველოპერულ სფეროში, სადაც სხვადასხვა პერიოდში იყო სამოქალაქო მშენებლობის ხელმძღვანელი და დეველოპმენტში პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მის ფუნქციებში შედიოდა სამშენებლო პროექტების ორგანიზება და ზედამხედველობა, სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვა, ასევე პროცესების ეფექტური კოორდინაცია.

შოთა შანავა

პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სოფო პატარაია
ფლობს 15-წლიან გამოცდილებას არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების დაგეგმვისა და მართვის, ასევე სამშენებლო პროცესების მონიტორინგის მიმართულებით.  2024 წლამდე ხელმძღვანელობდა დიზაინ მენეჯმენტისა და ინტერიერის დიზაინის დეპარტამენტს უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიაში.

სოფო პატარაია

ბიზნესისა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი | დირექტორის მოადგილე

ნანუკა ჭკუასელი
კორპორატიული, კომერციული და უძრავი ქონების სამართლის სპეციალისტი. 2024 წლამდე ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს უწევდა იურიდიულ კონსულტაციას კორპორატიული სტრუქტურების ფორმირებისა და მართვის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით. მისი გამოცდილება მოიცავს ხელშეკრულებების მართვას, რეგულაციებთან შესაბამისობაში მყოფი ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას.

ნანუკა ჭკუასელი

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

გაიცანით

ჩვენი პარტნიორები