Homer Alpha - თანამედროვე საცხოვრებელი პროექტი მოქნილი გადახდის პირობებითა და მიზნობრივი შეთავაზებებით

თარიღი: 31.03.2026
Homer Alpha - თანამედროვე საცხოვრებელი პროექტი მოქნილი გადახდის პირობებითა და მიზნობრივი შეთავაზებებით

 

Homer - ი პროექტში - Homer Alpha სახლის შესაძენად მომხმარებელს სხვადასხვა სახის მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. კამპანიების ძირითადი იდეა  სხვადასხვა აუდიტორიისთვის სპეციალურად მათზე მორგებული პირობების შეთავაზებას ეფუძნება, პროექტში სახლის შეძენის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. 

 

Homer Alpha  დიღომში, ბობ უოლშის ქუჩა №36-ში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიურ აუზთან შენდება. პროექტის სიახლოვეს განთავსებულია ისეთი ობიექტები, როგორებიცაა საფეხბურთო მოედანი, რაგბის სტადიონი, კალათბურთის აკადემია, ტანვარჯიშის დარბაზი, ყინულის მოედანი და საცურაო აუზი. 

 

ამავდროულად, თავად პროექტი ხასიათდება შედარებით მშვიდი ატმოსფეროთი და განთავსებულია ურბანული ქაოსისგან მოშორებით. მტკვართან სიახლოვეს იმშვიდისა და ეკოლოგიური სისუფთავის განცდას ქმნის. 

 

 

პროექტის კონცეფცია და ძირითადი მახასიათებლები

 

პროექტი 24,500 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს და ოთხ საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 7,300 კვ.მ რეკრეაციულ და საერთო გარე სივრცეებს ეთმობა.

 

აღნიშნული სივრცე სხვადასხვა ფუნქციურ ტერიტორიადაა დაყოფილი. იგი მოიცავს სპორტულ, სავარჯიშო, საბავშვო და შინაური ცხოველების სასეირნო ტერიტორიებს.  

 

პროექტი დაბალსართულიანი განაშენიანებით ხასიათდება. აქცენტი კეთდება არა სიმაღლეზე, არამედ გარემოს თან ჰარმონიულ თანხვედრაზე.

 

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი ხელით მოხატული ფასადია, რომელიც უნიკალურ ვიზუალურ იდენტობას ქმნის და ამავე დროს არქიტექტურულ მთლიანობასთან თანხვედრაში რჩება.

 

ინტერიერში აქცენტი კეთდება ფუნქციონალურობაზე - სახლები ოპტიმალური გეგმარებით გამოირჩევა.  

 

პროექტი სრულად აღჭურვილია ჭკვიანი მართვის სისტემებით, მის მოვლა-პატრონობას ,,ბენე კომფორტი” უზრუნველყოფს.  პირველად საქართველოში პროექტში ყველა სახლი დაზღვეულია ,,ირაო”-ს მიერ. 

 

გამოცდილება, როგორც ხარისხის საფუძველი

 

კამპანიის საფუძველს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი წარმოადგენს.

ეს გამოცდილება იგრძნობა ყველა დეტალში. პროექტი ეფუძნება წინასწარ გააზრებულმ იდგომას, რაც აქ ცხოვრებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის. 

 

მრავალფეროვან შეთავაზებებზე აგებულიკამპანია

 

Homer Alpha ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა მრავალფეროვანი შეთავაზებით, როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა პროფესიაზე მორგებული აქციები. შეთავაზებები განსხვავდება შეძენის პირობებით, ბენეფიტებითა და ხელმისაწვდომობით.

 

სტანდარტული პირობები

 

პროექტში სახლის შეძენა როგორც მინიმალური, 10%-იანი თანამონაწილეობითა და შიდა უპროცენტო განვადებით, ასევე თანამონაწილეობის გარეშეა შესაძლებელი. იგივე პირობები ვრცელდება კომერციულ ფართებზეც, რომლის ყოველთვიური შენატანიმხოლოდ $850-დანაა შესაძლებელი.

 

საბანკო პარტნიორობა

 

თიბისი ბანკი (TBC)


პროექტის პარტნიორია თიბისი ბანკი, რაც დამატებით სანდოობასა და ფინანსურ მოქნილობას უზრუნველყოფს. თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის გათვალისწინებულია ექსკლუზიური პირობები.

 

საქართველოს ბანკი (Bank of Georgia)


Homer-ი ასევე თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან, რომლის ფარგლებშიც, SOLO მომხმარებლებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს უზრუნველყოფს.

 

 

გარე სივრცე და საზოგადოებრივიგარემო

 

Homer Alpha-ს იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი გარე სივრცეების დაგეგმვაა. 7,300 კვ.მ რეკრეაციული ტერიტორია დაყოფილია ფუნქციურ ზონებად - სავარჯიშო და სპორტულ მოედნებად, სასეირნო ბილიკებად, საბავშვო და შინაური ცხოველების სივრცეებად.

აღნიშნული სივრცეები ყველა ასაკისა და ცხოვრების სტილის ადამიანისთვის სასურველ საცხოვრებელ გარემოს ქმნის და ხელს უწყობს მობინადრეთა შორის სოციალურ ინტერაქციას.

 

ვადები და შესრულება

 

პროექტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია ,,ანაგი”. სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად, 2028 წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნული ვადები თანხვედრაშია გადახდის პირობებთან, რაც მომხმარებლებს დამატებით მოქნილობას სთავაზობს.

 

 

საერთო კონცეფცია, განსხვავებული შეთავაზებები

 

Homer Alpha წარმოადგენს მაღალი კლასის პროექტს, რომელიც მრავალფეროვანი შეთავაზებების საშუალებით ზრდის ხელმისაწვდომობას. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ერთი და იგივე პროექტი სხვადასხვა პერსპექტივიდან წარედგინოს განსხვავებულ აუდიტორიას, მისი იდენტობის ცვლილების გარეშე.