ბედნიერი ცხოვრების გამოცდილება პროექტში - Homer Alpha

თარიღი: 03.04.2026
ბედნიერი ცხოვრების გამოცდილება პროექტში - Homer Alpha

 

თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ღირებულება ენიჭება სიმშვიდეს - სივრცეს, სადაც შეგიძლია თავი დაცულად, კომფორტულად და მშვიდად იგრძნო. ქალაქში ცხოვრება ხშირად ხმაურთან, დაძაბულობასთან და მუდმივ სიჩქარესთან ასოცირდება. ასეთ პირობებში, ადამიანი იწყებს ისეთი სივრცის ძიებას, სადაც ბალანსის პოვნას შეძლებს. სწორედ ამ იდეაზეა შექმნილი Homer-ის პირველი, გამორჩეული პროექტი - Homer Alpha. იგი ქმნის გამოცდილებას, სადაც ყოველდღიური ცხოვრება ჰარმონიულ და ბედნიერ ყოფად გარდაიქმნება.

 

პროექტი ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ უბანში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიურ აუზთან შენდება. მდებარეობა საშუალებას გაძლევს, ერთდროულად ქალაქთან ახლოს და ურბანული ქაოსისგან დისტანცირებული იყო. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად უკავშირდები თბილისის ცენტრალურ უბნებს, მაგრამ დღის ბოლოს მშვიდ, მოწესრიგებულ გარემოში ბრუნდები, სადაც ხმაური და ქაოსი ნაკლებად იგრძნობა.

 

აქ ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ყოველდღიური ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად პრაქტიკული იყოს. 24 500 კვ.მ ტერიტორია 4 საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს კომერციული სივრცეებითა და ავტოსადგომით. ხელით მოხატული ფასადი პროექტს უნიკალურ იდენტობას ანიჭებს და ყოველდღიურ გარემოს ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით ავსებს. ეს ის დეტალია, რომელიც სახლს უბრალოდ საცხოვრებელი სივრცის დანიშნულებას არ სძენს - მას ხასიათს ანიჭებს.

 

 

სრულყოფილი ინფრასტრუქტურა ოჯახის ყველა წევრისთვის

 

 

Homer Alpha-ში ცხოვრება ნიშნავს აფასებდე ხარისხს, თანამედროვეობას და ამავდროულად ბუნებასთან სიახლოვისკენ ისე ისწრაფვოდე, რომ ქალაქის დინამიკას არ წყდებოდე. 7 300 კვ.მ რეკრეაცია ისეა დაგეგმილი, რომ თითოეულმა მაცხოვრებელმა თავისი საყვარელი სივრცე იპოვოს:

 

აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის - სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ბავშვებისთვის - დაცული და უსაფრთხო სათამაშო სივრცე, შინაური ცხოველებისთვის - სპეციალურად გამოყოფილი სასეირნო ტერიტორიაა მოწყობილი.

 

ეს ყველაფერი ქმნის შესაძლებლობას, ყოველდღიური სტრესისგან გათავისუფლდე, ისეირნო, ივარჯიშო, ან უბრალოდ დაისვენო. აქ გარემო შენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს.

 

 

უსაფრთხოება და ტექნოლოგიები - ჭკვიანი მართვის სისტემები მთელს პერიმეტრზე

 

 

თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიები ყოველდღიურობის ნაწილი და სრულყოფილი ცხოვრებისთვის უკვე აუცილებელი კომპონენტია. Homer Alpha ამ მიმართულებითაც სრულად პასუხობს მომხმარებლის მოლოდინებს. ჭკვიანი მართვის სისტემები და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები პროექტში არა მხოლოდ კომფორტს ქმნის, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს. შენ შეგიძლია აკონტროლო შენი საცხოვრებელი სივრცეუფრო მარტივად, სწრაფად დაეფექტურად. ამასთანერთად, უსაფრთხოების სისტემები დაცულობის შეგრძნებას ქმნის.

პროექტი სრულად აღჭურვილი იქნება ჭკვიანი მართვის სისტემებით, შლაგბაუმიდან დაწყებული სახლის კარის ჩათვლით.

 

საპარკინგე სივრცეში დაშვება შეზღუდული იქნება სპეციალურად დამონტაჟებული საპარკინგე ბარიერების, ე.წ. “შლაგბაუმების” საშუალებით. ბარიერის მართვა ავტომობილის ნომრის ამომცნობი კამერების საშუალებით იქნება შესაძლებელი, როდესაც ავტომობილი ბარიერს მიადგება, სისტემა ავტომატურად ამოიცნობს მის სახელმწიფო ნომერს და უზრუნველყოფს შიდა სივრცეში დაშვებას.

 

ნომრის ამომცნობის გარდა, მობინადრე ბარათით, კოდით, ან მობილური აპლიკაციით შეძლებს ბარიერის გაღებას როგორც ადგილზე ყოფნისას, ისე დისტანციურად. იგივე მეთოდით არის შესაძლებელი ლიფტებში გადაადგილებაც.

 

ჭკვიანი საკეტებით იქნება აღჭურვილი Homer Alpha-ს სახლის კარიც. მობინადრეებს კარის გაღება რამდენიმე მოსახერხებელი და უსაფრთხო მეთოდით: თითის ანაბეჭდით, ინდივიდუალური კოდით, ბარათით ან მობილური აპლიკაციით შეეძლებათ. მობილური აპლიკაცია საშუალებას იძლევა მობინადრემ ნახოს ვინ და როდის გააღო კარი, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოებასა და კონტროლის დონეს.

 

აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაცხოვრებლების შეუფერხებელ წვდომას, ამარტივებს შესვლის პროცესს და ინარჩუნებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს. ასევე, მინიმუმამდე დაჰყავს არაავტორიზებული წვდომები.

 

 

უწყვეტი ელექტრო და წყალმომარაგება

 

პროექტში გათვალისწინებულია 4 გენერატორი, თითო გენერატორი თითო კორპუსისთვის. გენერატორი ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი, უზრუნველყოფს ძირითადი სისტემების უწყვეტ ფუნქციონირებას - მათ შორისაა ლიფტი, სახანძრო სისტემა, სახანძრო და სასმელი წყლის ტუმბოები, ასევე განათება სადარბაზოში, პარკინგსა და საერთო სივრცეებში.

 

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი წყლის რეზერვუარი უზრუნველყოფს პროექტში უწყვეტ წყალმომარაგებას - როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, სახანძრო სისტემებისთვის, ასევე მობინადრეებისთვის, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების მიზნით.

 

აღსანიშნავია, რომ წყლის ტუმბოს სადგური ინტეგრირებულია მრავალსაფეხურიან ფილტრაციის სისტემასთან, რომელიც აკონტროლებს სასმელი წყლის ხარისხს, რომ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს.

 

 

ენერგოეფექტურობა

 

 

ენერგოეფექტურობა თანამედროვე მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი სტანდარტია, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს, ეკონომიკურ ეფექტიანობასა და გარემოზე პასუხისმგებლობას აერთიანებს.

 

Homer Alpha-ში გამოყენებულია მაღალი ხარისხის თბოიზოლაცია. კარ-ფანჯარა აღჭურვილია დაბალემისიური მინაპაკეტით. პერიმეტრის კედლები დათბუნებულია ქვა-ბამბით, რაც შენობის მაღალ ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.

 

ეს პრაქტიკაში ნიშნავს ენერგიის დაზოგვას - შენობა ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი, სიგრილეს ინარჩუნებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობა-გაგრილების ხარჯებს.

 

 

 

სახლის დაზღვევა საჩუქრად ყველა მესაკუთრეს

 

სარემონტო სამუშაოების პერიოდი ხშირად სხვადასხვა გამოწვევებს უკავშირდება. იმისთვის, რომ პროექტის მაცხოვრებლებისთვის ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და დაცული ყოფილიყო, Homer-ის ინიციატივით, საქართველოში პირველად, პროექტში ყველა სახლის მესაკუთრეს საჩუქრად ,,ირაო“-ს ქონების 1-წლიანი დაზღვევა გადაეცემა.

 

სადაზღვევო პოლისი მოიცავს იმ რისკებს, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ფინანსურ ზარალს და რეალურ საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სივრცეს. დაცულია შემთხვევები, როდესაც სახლი ზიანდება მეზობლის ფართიდან წყლის გაჟონვის შედეგად, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.

 

პოლისი ასევე ფარავს მინის დაზიანებას, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ყოველდღიური კომფორტის, ისე ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

სახლი დაცულია სტიქიური მოვლენებისგან, ასევე ხანძრისა და აფეთქებისგან, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფინანსურ დაცვას გაუთვალისწინებელ და კრიტიკულ სიტუაციებში.

 

დაზღვევა ვრცელდება ასევე მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე, მათ შორის, ვანდალიზმზე, ქურდობაზე, ძარცვასა და ყაჩაღობაზე.

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი ერთად, მობინადრესთვის პროექტში ბედნიერი ცხოვრების გამოცდილებას ქმნის.

 

Homer Alpha არის მაღალი კლასის, დეტალურად დამუშავებული პროექტი, სადაც თანამედროვე დიზაინი, ხარისხიანი მშენებლობა და ეკოლოგიურად სუფთა ლოკაცია პროექტს მიმზიდველად აქცევს როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.

 

ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია!