პირველად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, პროექტში – Homer Alpha ყველა სახლი დაზღვეული იქნება. ამასთან დაკავშირებით Homer-მა სადაზღვევო კომპანია ,,ირაოსთან“ პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.
სადაზღვევო პოლისი მოიცავს იმ რისკებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს ფინანსურ ზარალს და რეალურ საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სივრცეს. დაცულია შემთხვევები, როდესაც სახლი ზიანდება მეზობლის ფართიდან წყლის გაჟონვის შედეგად, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.
პოლისი ასევე ფარავს მინის დაზიანებას, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ყოველდღიური კომფორტის, ისე ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სახლი დაცულია სტიქიური მოვლენებისგან, ასევე ხანძრისა და აფეთქებისგან, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფინანსურ დაცვას გაუთვალისწინებელ და კრიტიკულ სიტუაციებში.
დაზღვევა ვრცელდება ასევე მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე, მათ შორის, ვანდალიზმზე, ქურდობაზე, ძარცვასა და ყაჩაღობაზე.
ნიკოლოზ მეძმარიაშვილი – Homer-ის გენერალური დირექტორი:
,,უძრავი ქონების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება იმაში, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, რა სჭირდება მომხმარებელს და ამ ყველაფერზე დიდი ხნით ადრე, წინასწარ ვიფიქროთ. ჩვენთვის სახლი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, ეს არის გარემო, სადაც ადამიანი დაცულად, კომფორტულად და ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს. კომპანია „ირაოსთან“ თანამშრომლობა სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა – ეს არის დამატებითი გარანტია ჩვენი მობინადრეებისთვის, ჰოუმერი მათ სახლზე უკვე დღევანდელი დღიდან ზრუნავს“.
Homer Alpha-ში ცხოვრება ნიშნავს გარემოს, სადაც ყველაფერი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილზეა მორგებული. გონივრულად დაგეგმილი სივრცეები კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. საიმედო ინფრასტრუქტურა ყოველდღიური ცხოვრების სიმშვიდესა და სტაბილურობას განაპირობებს. სანდო პარტნიორები კი პროექტში მაცხოვრებელთა მშვიდი, კომფორტული და ბედნიერი ცხოვრების გარანტიას უზრუნველფოფს.
სალომე ლაზიშვილი – Homer-ის კომერციული დირექტორი:
„დღეს სახლის შერჩევისას მომხმარებელი ეძებს არა მხოლოდ ხარისხიან მშენებლობას მისაღებ ფასად, არამედ უსაფრთხოებას, სანდოობას და დამატებით ღირებულებებს, რაც მათ კომფორტულ ცხოვრებას განაპირობებს. სახლის დაზღვევა კიდევ ერთი ინოვაციური შეთავაზებაა ჩვენი კომპანიის მხრიდან. ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ, როგორც კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ვუდგებით ჩვენს პროდუქტს და ვზრუნავთ მომხმარებლებზე, რათა მათ შევუქმნათ მშვიდი ცხოვრების გამოცდილება გრძელვადიან პერსპექტივაში”.
აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროექტში ყველა დეტალზე წინასწარაა ნაფიქრი, რაც სამომავლოდ მცხოვრებთა ბედნიერ და კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
ვახტანგ დეკანოსიძე – სადაზღვევო კომპანია ,,ირაოს” გენერალური დირექტორი:
,,კომპანია Homer-თან თანამშრომლობით შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი ჩაეყარა პროექტს, რომელიც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე უპრეცედენტო სტანდარტს ამკვიდრებს. მიგვაჩნია, რომ Homer Alpha თავისი მასშტაბით, კონცეფციითა და შინაარსით გამორჩეული პროექტია, რომელიც თანამედროვე საცხოვრებლის შესახებ არსებულ წარმოდგენებს მნიშვნელოვნად ცვლის.
ამ პროექტში ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების განვითარებას, რომლებიც არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს, არამედ სრულფასოვან ცხოვრების სტილს ქმნის”.
Homer Alpha კომპანია Homer-ის პირველი, სავიზიტო ბარათად ქცეული პროექტია, რომელიც დიღომში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიურ აუზთან, ბობ უოლშის ქუჩაზე მდებარეობს. იგი გამორჩეული არქიტექტურითა და დიზაინით ხასიათდება. ეს არის პირველი პროექტი საქართველოში, რომელსაც ხელით მოხატული ფასადი აქვს.
24 500 კვ.მ ტერიტორია 4 საცხოვრებელ კორპუსს, 7 300 კვ.მ რეკრეაციულ ზონას, სპორტულ, სავარჯიშო, საბავშვო და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ სივრცეებს მოიცავს.
მცხოვრებთა მეტი კომფორტისთვის პროექტი სრულად აღჭურვილი იქნება ჭკვიანი სახლის სისტემებით, რაც ტერიტორიაზე მოხვედრასა და გადაადგილებას დაცულს, უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია ,,ანაგი”. პროექტის პარტნიორია თიბისი ბანკი.
Homer Alpha – სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია!