Homer Alpha - სადაც დეტალურად ნაფიქრი არქიტექტურა გრძელვადიან მდგრადობასთან თანხვედრაშია

თარიღი: 05.05.2025
Homer Alpha - სადაც დეტალურად ნაფიქრი არქიტექტურა გრძელვადიან მდგრადობასთან თანხვედრაშია

Homer Alpha თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ, სპორტულ უბანში შენდება ეს არის პროექტი, რომელიც ურბანული ცხოვრების განვითარების კუთხით მკაფიო განაცხადს წარმოადგენს. იგი აერთიანებს ტექნოლოგიას, ესთეტიკასა და საზოგადო სივრცისადმი გამორჩეულ დამოკიდებულებას.

 

„ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც მაცხოვრებლების გრძელვადიან კმაყოფილებას განაპირობებს, გვსურს ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება ჩვენს კომპანიას დაუკავშირონ და იპოვონ სახლი, რომელიც მათი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების გამოცდილებად იქცევა“ - ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, Homer-ის გენერალური დირექტორი. 

 

სტრატეგიული ადგილმდებარეობა

 

პროექტი დიღომში, ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიურ აუზთან, ბობ უოლშის #36-ში მდებარეობს. ტერიტორია 7, 300 კვ.მ სარეკრეაციო ზონას მოიცავს. სულ რამდენიმე მეტრის მანძილზეა ისეთი სპორტული ობიექტები, როგორიცაა: საფეხბურთო სკოლა, ყინულის მოედანი, ტანვარჯიშის დარბაზი, კალათბურთის დარბაზი, ოლიმპიური აუზი, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები.

 

დაბალი განაშენიანება

 

პროექტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას მისი დაბალი განაშენიანება წარმოადგენს, რაც მაცხოვრებლებისთვის დამატებითი კომფორტია.

 

,,ჩვენი სურვილი იყო ბუნებასთან ჰარმონიული კავშირი შეგვენარჩუნებინა, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაბალი განაშენიანების პროექტზე გაგვეკეთებია არჩევანი. პროექტი სრულად პასუხობს ადგილობრივ გარემოს და რელიეფურ პირობებს. დაგეგმვისას თავიდანვე ნაფიქრია მაცხოვრებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.“ - ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, Homer-ის გენერალური დირექტორი

 

 

პირველი პროექტი საქართველოში, რომელსაც ხელით მოხატული ფასადი აქვს


Homer Alpha-ს გამორჩეული მახასიათებელი მისი ხელით მოხატული ფასადია. კომპანიის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტა კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯი იყო, რამაც პროექტს გამორჩეული და შემოქმედებითი ხასიათი შესძინა. 

 

,,ჩვენი სურვილი იყო პროექტისთვის რაიმე განსაკუთრებული შეგვემატებინა. პროდუქტის განვითარების პროცესში საკმაოდ დიდხანს განვიხილავდით რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რაც მას გამოარჩევდა არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ ვიზუალურადაც, საბოლოოდ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთ შენობაზე ფასადი სრულად ხელით მოგვეხატა. ეს მხოლოდ არტისტული ელემენტი არაა, ის ასახავს Homer-ის მიდგომას ინდივიდუალურობის, ესთეტიკისა და საკუთარი იდენტობისადმი.” -ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, Homer-ის გენერალური დირექტორი. 
 

გეგმარება, რომელიც პასუხობს ცხოვრების სტილს

 

მაშინაც კი, როდესაც დიზაინი შთამბეჭდავია, სახლის შერჩევისას მთავარი მნიშვნელობა მის ფუნქციურ დაგეგმარებას ენიჭება. Homer Alpha-ში ყველა დეტალზე წინასწარაა ნაფიქრი, შესაბამისად, ყველა სივრცე მაქსიმალურად ეფექტურადაა გადანაწილებული და ათვისებული. წინასწარაა ნაფიქრი კომუნალურ ნაწილზე, გათბობა - გაგრილების სისტემაზე და ყველა დეტალზე, რაზეც სახლის გადაცემის შემდეგ მობინადრეს შეიძლება ფიქრი დაჭირდეს. 
 

 


 

გამოცდილებაზე დაფუძნებული გუნდი

 

Homer-ის ერთ-ერთ ძლიერ საყრდენს წარმოადგენს გამოცდილი გუნდი. თანამშრომლების უმრავლესობას ათეული წლის სამუშაო გამოცდილება აქვს უძრავი ქონების სფეროში, შთამბეჭდავი პორტფოლიოთი, რომელიც 10,000 რეალიზებულ ქონებას მოიცავს. 

 

,,გუნდის თითოეულ წევრს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს აღნიშნულ სფეროში, შესაბამისად კარგად ვიცით რა სურს მომხმარებელს. ჩვენ წინასწარ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. ეს არ არის საკითხი, რაც კითხვის ნიშნებს მოიცავს. ეს არის გამოცდილება, სწორი გეგმარება და ამ გეგმის შესრულება. ეს ყველაფერი გარდაიქმნება კომფორტად, რომელიც შესაძლოა ერთი შეხედვით არ იყოს ხილვადი, მაგრამ  ყოველდღიურ ცხოვრებაში ქმნის ხარისხსა ორიენტირებულ ცხოვრების გამოცდილებას.“- ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, Homer-ის გენერალური დირექტორი. 

 

გარე სივრცეები ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად


Homer Alpha მოიცავს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას. 7,300 კვ. მეტრი დაეთმობა სარეკრეაციო სივრცეს. პროექტში დაგხვდებათ სპორტული მოედანი, სავარჯიშო ზონა, ბავშვებისთვის გასართობი სივრცე, ხოლო შინაური ცხოველების გასასეირნებლად სპეციალური ადგილია გამოყოფილი. ასევე გათვალისწინებულია ღია და დახურული ავტოსადგომი, შიდა და გარე პერიმეტრზე ჭკვიანი სახლის სისტემების დამონტაჟება, რაც ტერიტორიაზე მოძრაობას უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

 

 

დროში გაწერილი გეგმა

 

სამშენებლო პროცესის დასრულება რამდენიმე ეტაპადაა დაგეგმილი. მე-4 კორპუსის დასრულება 2027 წლის სექტემბერშია დაგეგმილი, დანარჩენი კორპუსები 2-3 თვის შუალედით, სრულად პროექტი 2028 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 

 

,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროექტის დასრულებაზე, ვგულისხმობთ სრულად მოწყობილ ინფრასტრუქტურას, მოწესრიგებულ საერთო მოხმარების შიდა და გარე სივცეებს, ეს არის ის ფორმა, რასაც შეგვიძლია ჩვენ დასრულებული ვუწოდოთ.” -ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, Homer-ის გენერალური დირექტორი.

 

 

ყოველდღიური ცხოვრების სულ სხვანაირი გამოცდილება

 

თავისი არსით, Homer Alpha თავისი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ეს არის ადგილი, სადაც დილა იწყება ბუნებაში სეირნობით, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ თამაშობენ დაცულ გარემოში და სადაც ყოველდღიურობა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმის გამოძახილია. Homer Alpha გთავაზობთ ურბანული ცხოვრების ალტერნატიულ ხედვას, რომელიც ელეგანტური, მდგრადი და მჭიდროდ დაკავშირებულია ადამიანის საჭიროებებთან. თავისი მხატვრული შტრიხებით, გონივრული გეგმარებითა და ხარისხისადმი გულწრფელი ერთგულებით, Homer-ი არა მხოლოდ სახლებს აშენებს, არამედ ის ცხოვრების ახალ სტანდარტს ქმნის. Homer Alpha არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს მაცხოვრებლების კომფორტული და ბედნიერი ცხოვრებისთვის.